Skip to main content

ქართველოლოგია

                            უძველესი ქართული წერილობითი ძეგლები
            

              ქართველი ერის ისტორიაში განუზომელი მნიშვნელობა ენიჭება უძველეს წერილობით ძეგლებს, რომელთა საშუალებითაც ირკვევა ქართველთა ყოფა და შემოქმედებითი ცხოვრება შორეულ წარსულში. მათი მეშვეობით მთელს მსოფლიოში ცნობილი გახდა მდიდარი და ხანგრძლივი ტრადიციების მქონე ქართული ლიტერატურა, თვისობრივად გამორჩეული ქართული ანბანის უძველესი ისტორია, ჩვენი ხალხის წარმართული და ადრექრისტიანული კულტურა.
              ქართველ ერს მოეპოვება მრავალფეროვანი უძველესი წერილობითი წყაროები: ეპიგრაფიკული ძეგლები, ხელნაწერი ტექსტები და უძველესი ისტორიულ-ლიტერატურული თხზულებანი.
               
                                                       ეპიგრაფიკული წარწერები:

                                             1. ბოლნისის წარწერები(492-493)
                      ბოლნისის სიონის წარწერები( დაკლიკეთ ბმულზე)

2. პალესტინის წარწერები ( V საუკუნის I ნახევარი)

1950-1952 წლებში მიაკვლია იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ პალესტინაში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად ქართული მონატრის ნანგრევები სამი ქართული წარწერით



უძველესი ქართული წარწერა (430 წ).




3. დავათის ქვაჯვარი
             დუშეთის რაიონის სოფელ დავათში 1984 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა ღვთისმშობლის ეკლესიაში ჩაშენებული ქვა-სტელა უძველესი ქართული წარწერებით. 
           დავათის სტელაზე დასტურდება ორი თარიღი: 284 და 311. აქედან პირველი არის ფარნავაზის მიერ ოფიციალურად სახელმწიფო დამწერლობის შემოღების წელი, მეორე კი- ქართული დამწერლობის აღორძინების თარიღი. 
          დავათის სტელაზე ამოკაწრული ანბანი მიაჩნიათ 367 წელს შესრულებულად. ხოლო მთლიანად ქვაჯვარის გამოსახულებას ათარიღებენ 362-381 წლებით.


ხელნაწერი ტექსტები
ხანმეტი ტექსტები:
   1. ქართულ-ებრაული პალიმფსესტი -(V-VI სს) ერთი ფურცელი ინახება ინგლისში ბოდლეიანის ბიბლიოთეკაში, 4 ფურცელი -კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, სამი ნახევარი კი-ბრიტანეთის( ლონდონის) ბიბლიოთეკაში, პალიმფსესტის სხვა ფურცლების ბედი უცნობია.

  2. ხანმეტი ლექციონარი- VII საუკუნის II ნახევარში შექმნილი პალესტინაში, ინახება გრაცის უნივერსიტეტში. 

  3. ხანმეტი იაკობის პროტოევანგელე- VII საუკუნის ძეგლი დაცულია ავსტრიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
               
                                                             ჰაემეტი ტექსტი
                      ჰადიშის ოთხთავი ერთადერთი ნამდვილი ჰაემეტი ტექსტია. შექმნილია 897 წელს გამოჩენილი მოღვაწის სოფრონის შეკვეთით, გადამწერია მიქაელი.
                    ჰადიშის ოთხთავი XI საუკუნემდე შატბედში ინახებოდა. 
შემდეგ იგი სხვა ხელნაწერებთან ერთად სვანეთში აუტანიათ და თითქმის 400 წელი დაცული იყო მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
                    ჰადიშის ოთხთავი ერთადერთი ნამდვილი ჰაემეტი ტექსტია.


                                                            სინური მრავალთავი
    ეს ხელნაწერი არის პირველი თარიღიანი ტექსტი, გადაწერილი 864 წელს იერუსალიმში, საბაწმინდის ლავრაში. დაცულია სინას მთის მონასტერში. დაწერიალია მშვენიერი მრგლოვანით, მარტო ანდერძის ნაწილია ნუსხურით შესრულებული. ხელნაწერში შეინიშნება ხანმეტობის კვალი, რაც იმას ადასტურებს, რომ მრავალთავში შეტანილი თხზულებათა ნაწილი ხანმეტი დედნიდანაა გადმოწერილი.
   

                  უძველესი ისტორიულ-ლიტერატურული თხზულებანი 

  „ცხოვრება მეფეთა“-ლეონტი მროველის, რომლის პირველი ნაწარმოებია „ცხოვრება ფარნავაზისი“. ფარნავაზი ( დაახლ. ძვ. წ. 303-208 წ.) იგი გახლდათ პირველი მეფე, რომელმაც გააერთიანა საქართველო და ქართველი ტომისთვის საერთო და საყოველთაო ქართული ენა სახელმწიფო ენად შემოიღო: „ ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი, ამან განავრცო ენაი ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა და ამან შექმნა მწიგნობრობაი ქართული.“

            თზულება „მირიან მეფის ანდერძი“, რომელიც დაწერილი უნდა იყოს ახ. წ. IV საუკუნეში, ვრცლად ეხება მირიან მეფის ხანას. სწორედ ამ დროს ქართველებმა ოფიციალურად მიიღეს ქრისტიანული სარწმუნოება. მირიანი იზრდებოდა სპარსულ გარემოცვაში, მაგრამ შემდგომ შეიძულა სპარსული ენა და მისი დამწერლობა, შეიყვარა ქართული, ყვავილებით შეამკო ფარნავაზის საფლავი.

         ახ. წ. IV საუკუნის ძეგლია „ნინოს ცხოვრება.“ გაირკვა, რომ IV საუკუნეშივე არც ერთ სხვა ხალხს არა აქვს აღწერილი წმინდა ნინოს ცხოვრება.

      „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ ქართული ენის სადიდებელი ჰიმნია. იგი გვამცნობს ქართული მწიგნობრობის აღორძინების ამბავს IV საუკუნეში. „ ქებაი“ 100 წლის წინ მიაკვლია ალ.ცაგარელმა იმ სინურ ხელნაწერში, რომელიც გადაწერილია იოანე-ზოსიმეს მიერ, ამიტომ ტრადიციულად „ქებაის“ ავტორად ასახელებენ იოანე-ზოსიმეს. „ დამარხულ არს ენაი ქართული
                  დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად,
                   რათა ყოველსა ენასა,
                                ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.


     ქართული ენა ლაზარეა.  ლაზარესთან გაიგივებით, „ქებაის“ ავტორი გვამცნობს, რომ წარმართული ქართული ( ფარნავაზის მიერ შემოღებული სახელმწიფო დამწერლობად) მომდევნო ხანაში დასუსტდა და მოკვდა, მაგრამ მირიანის მეფობის დროს იგი ხელახლა აღდგა( აღორძინდა), როცა ნათელიღო, ე.ი. როცა საქართველოში ქრისტიანობა შემოვიდა.
    რაკი „ ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს,“ ქართული ენა კაცობრიობას აუწყებს ქრისტეს მეორედ მოსვლის საიდუმლოს. ხოლო ქრისტე ღმერთი მსოფლიოს განიკითხავს ქართული ენით. თხზულების ავტორი ქართულ ენას ანიჭებს მესიანისტურ მნიშვნელობას.

       ნანა ადაძე
                                              ნათია ირემაძე



Comments

Popular posts from this blog

14 აპრილი ქართული ენის დღეა

        14 აპრილი დედაენის დღეა. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 14 აპრილის მოგონებიდან 41 წელი გავიდა. ეს დღე ქართველი ერისათვის არა მარტო საზეიმოა, არამედ - შემეცნებითიც. ამ დღეს ყოველმა ქართველმა უნდა დაუსვას თავის თავს შეკითხვა: რა ვიცი მე მშობლიური ენის შესახებ? როგორ ვუფრთხილდები მას?           მსოფლიოში 5650-ზე მეტ ენას ითვლიან, აქედან მხოლოდ 14 -ს აქვს დამწერლობა. მათ შორის არის ჩვენი ქართული დამწერლობა, უძველესი, მრავალჭირვარამგამოვლილი, გენიალური.           ყოველი ქართველი ვალდებულია გაუფრთხილდეს დედაენას, დაიცვას და გადასცეს მომავალ თაობას ერთიანი, მდიდარი და განვითარებული. საზოგადო მოღვაწეები ასე ახასიათებენ ქართულ ენას.          მიხეილ ჯავახიშვილი :„ ყოველი შეგნებული მოქალაქე მოვალეა, თავისი ენა კულტად გადააქციოს და მისი ცოდნა-შესწავლა უპირველეს ვალად გაიხადოს.“                     „ქართული ენა არის განვითარებული, გაშლილი, კულტურული, მდიდარი, როგორც ლექსიკონით, ისე გრამატიკული ფორმებით“, -გვმოძღვრავს იაკობ გოგებაშვილი.             ნიკო მა