Skip to main content

მოვლენები, დემონსტრაციები

      ქართული ენა  საქართველოს სახელმწიფო ენაა!


     „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათგან: მამული, ენა და სარწმუნოება, თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას!
   
     „ენა სამღთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.“
                                                            ილია ჭავჭავაძე






  საქართველოში დედაენის დღედ 14 აპრილი აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს  თბილისში      საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.
     1977 წელს, ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც 1936 წლის კონსტიტუციისაგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად აღარ იყო გამოცხადებული. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა.
      75-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს, ასეთი იყო: „საქართველოს სს რესპუბლიკა უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველმხრივი განვითარებისათვის. საქართველოს სს რესპუბლიკის ყველა ამ ორგანოსა და დაწესებულებაში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსულის, აგრეთვე იმ ენებისა, რომლებითაც მოსახლეობა სარგებლობს. რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება.“ 
      კრემლის ინიციატივას თბილისში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
      1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისაკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა.
     პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. ამ დღიდან 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.


    1978 წლის 14 აპრილის დემონსტრაცია ამერიკული პრესის ფურცლებზე( დაკლიკეთ ბმულზე)
                                                               თათია პაქსაძე

     

Comments

Popular posts from this blog

14 აპრილი ქართული ენის დღეა

        14 აპრილი დედაენის დღეა. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 14 აპრილის მოგონებიდან 41 წელი გავიდა. ეს დღე ქართველი ერისათვის არა მარტო საზეიმოა, არამედ - შემეცნებითიც. ამ დღეს ყოველმა ქართველმა უნდა დაუსვას თავის თავს შეკითხვა: რა ვიცი მე მშობლიური ენის შესახებ? როგორ ვუფრთხილდები მას?           მსოფლიოში 5650-ზე მეტ ენას ითვლიან, აქედან მხოლოდ 14 -ს აქვს დამწერლობა. მათ შორის არის ჩვენი ქართული დამწერლობა, უძველესი, მრავალჭირვარამგამოვლილი, გენიალური.           ყოველი ქართველი ვალდებულია გაუფრთხილდეს დედაენას, დაიცვას და გადასცეს მომავალ თაობას ერთიანი, მდიდარი და განვითარებული. საზოგადო მოღვაწეები ასე ახასიათებენ ქართულ ენას.          მიხეილ ჯავახიშვილი :„ ყოველი შეგნებული მოქალაქე მოვალეა, თავისი ენა კულტად გადააქციოს და მისი ცოდნა-შესწავლა უპირველეს ვალად გაიხადოს.“                     „ქართული ენა არის განვითარებული, გაშლილი, კულტურული, მდიდარი, როგორც ლექსიკონით, ისე გრამატიკული ფორმებით“, -გვმოძღვრავს იაკობ გოგებაშვილი.             ნიკო მა