Skip to main content

მოგესალმებით!

      ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ალ.ბერაძის სახელობის ბუკნარის საჯარო სკოლის  XI
კლასის მოსწავლეები წარმოგიდგენთ  დედაენისადმი მიძღვნილ ბლოგს სახელწოდებით „ქართული ენა და ინტერნეტი“.
      ჩვენ,  XI  კლასის მოსწავლეებმა, მივიღეთ მონაწილეობა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ  ახალგაზრდულ კონკურსში „ქართული ენა და ინტერნეტი“. ჩვენი აზრით, მართლაც, ასეთი კონკუსები  დიდ პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ ენას.  ამაღლდება საზოგადოების ცნობიერება, ახალგაზრდებს კი ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, მნიშვნელობას კიდევ უფრო მძაფრად შეაგრძნებინებს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ  ამ ბლოგის შექმნაზე. აქვე გაგაცნობთ ჩვენს XI კლასს.

                                                           მარჯვნიდან მარცხნივ: მარიამ ხელაძე, მარიამ ბოგვერაძე, თამთა თოდრია, ნანა ადაძე, სალომე რამიშვილი, ხათუნა ბერსელაძე, თათია პაქსაძე და ნათია ირემაძე.

მუშაობის პროცესში





Comments

Popular posts from this blog

14 აპრილი ქართული ენის დღეა

        14 აპრილი დედაენის დღეა. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 14 აპრილის მოგონებიდან 41 წელი გავიდა. ეს დღე ქართველი ერისათვის არა მარტო საზეიმოა, არამედ - შემეცნებითიც. ამ დღეს ყოველმა ქართველმა უნდა დაუსვას თავის თავს შეკითხვა: რა ვიცი მე მშობლიური ენის შესახებ? როგორ ვუფრთხილდები მას?           მსოფლიოში 5650-ზე მეტ ენას ითვლიან, აქედან მხოლოდ 14 -ს აქვს დამწერლობა. მათ შორის არის ჩვენი ქართული დამწერლობა, უძველესი, მრავალჭირვარამგამოვლილი, გენიალური.           ყოველი ქართველი ვალდებულია გაუფრთხილდეს დედაენას, დაიცვას და გადასცეს მომავალ თაობას ერთიანი, მდიდარი და განვითარებული. საზოგადო მოღვაწეები ასე ახასიათებენ ქართულ ენას.          მიხეილ ჯავახიშვილი :„ ყოველი შეგნებული მოქალაქე მოვალეა, თავისი ენა კულტად გადააქციოს და მისი ცოდნა-შესწავლა უპირველეს ვალად გაიხადოს.“                     „ქართული ენა არის განვითარებული, გაშლილი, კულტურული, მდიდარი, როგორც ლექსიკონით, ისე გრამატიკული ფორმებით“, -გვმოძღვრავს იაკობ გოგებაშვილი.             ნიკო მა